ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11 ადგილზეა #1TVSPORT
17:01, 22 Mar, 2023
იაპონიის ქალაქ საიტამაში ქალთა შორის დღეს მოკლე პროგრამით 35-მა მოციგურავემ იასპარეზა. მოკლე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით 24 სპორტსმენი 24 მარტს უკვე თავისუფალ პროგრამას წარადგენს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით მოკლე პროგრამის შემდეგ ჯერჯერობით მე- 11 ადგილზეა და კარგ შანსს ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოსახვედრად.

ანასტასია გუბანოვა მე-3 ჯგუფში მე- 14 ნომრად იასპარეზებს.

თავისუფალი პროგრამის დროს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს.

მოკლე პროგრამის შემდეგ ცხრილს 79.24 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო ლიდერობს.