ვლადიმერ პუტინი - იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში
19:59, 25 May, 2023
იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები.

„ვფიქრობ, ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენ სამმა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ვიცით, სხვა სიტყვით იურიდიული ტექნიკა ჰქვია. დერეფანი, გზა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ - ეს მნიშვნელოვანია. და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. მაგრამ ის, რაც ახლა თქვით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - რომ ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე ასევე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები. მაგრამ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც შევთანხმდით, სამმხრივ ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი მშვიდად, საქმიანად. იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აქ ყველა დაინტერესებულია ამით“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.