მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა დაიწყო
22:34, 25 May, 2023
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა დაიწყო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც პუტინმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან აზერბაიჯანის ურთიერთობები სერიოზული და ღრმაა და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი მაღალია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმში. პუტინმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერს იმისთვის, რომ არ დაბლოკა ალიევის ვიზიტი ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე.