ურსულა ფონ დერ ლაიენი - კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, მივესალმები მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი
21:37, 30 May, 2023
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მიესალმება სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მტკიცე ერთგულებას.

„მქონდა კარგი შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

Good meeting with President @Zourabichvili_S.

I welcome your strong commitment to Georgia's European perspective and look forward to continue working with you. pic.twitter.com/lIuHE0BnmQ


— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 30, 2023