„ლივერპულმა“ სპორტულ დირექტორად გერმანელი დანიშნა #1TVSPORT
22:51, 30 May, 2023
„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იორგ შმადტკე მერსისაიდული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი გახდა.

59 წლის სპეციალისტი ადრე გერმანულ კლუბებში „ახენში“, „კიოლნში“, „ჰანოვერსა“ და „ვოლფსბურგში“ მუშაობდა. „ლივერპულში“ სპორტული დირექტორის პოსტზე მან ჯულიან უორდი შეცვალა, რომელმაც ამ თანამდებობაზე წელიწადზე ნაკლები იმუშავა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ლივერპული“ დროებით კონტრაქტს გააფორმებს შმადტკესთან, რომლის შედეგების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალ თანამშრომლობაზე.