ვიქტორ ვემბანიამა - ჩემი მიზანია 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში აშშ-ის დამარცხება #1TVSPORT
23:07, 30 May, 2023
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის პოტენციურმა პირველმა ნომერმა, ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამამ აღიარა, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაზე ოცნებობს.

„როგორც იცით, 2024 წელს ოლიმპიური თამაშები პარიზში გაიმართება. ჩემთვის ეს არის ყველაზე შესაფერისი მომენტი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტულის მოგებისთვის.

ჩემი მიზანია, ფინალში აშშ-ის ნაკრები დავამარცხო“, - განაცხადა ვემბანიამამ.