კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
00:42, 31 May, 2023
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ინდვიდუალური პირები ან ჯგუფები იყვნენ კანონზე მაღლა და უფრო ძლიერი, ვიდრე სახელმწიფოა.

მისივე თქმით, ქვეყანაში განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფომ უკვე დაადგინა.

„მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები ატარებენ ნიღბებს და ვანდალიზმის აქტებს ახორციელებენ, თავს ესხმიან, წვავენ ყველაფერს, რასაც სერბულად არ მიიჩნევენ. სერბული თემები მათგან უნდა გათავისუფლდეს. მათი უმეტესობა გუშინ და დღეს გამოვავლინეთ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენმა ინსტიტუტებმა გააძლიერეს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ჩვენს გვაქვს საერთო მიზანი, სიტუაციის განმუხტვა, თუმცა, საერთო ინტერესებისა და საზრუნავის გარდა, გუშინ ჩვენს თვალწინ დადასტურდა, რომ ჩვენ ასევე გვაქვს საერთო საფრთხეებიც“, - აღნიშნა ალბინ კურტმა.