საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 20 და 23 სექტემბერს რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი).
დაცვა: ანა პავლიაშვილი, ნათია ჯოჯუა (ორივე - „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ლიზი ჯგუშია, ელენე გაზდელიანი (ორივე - „ვერე“, თბილისი), თამუნა ლონდარიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), ლიზი გოგალაძე („კვარტალი“, თბილისი), ნათია ცეცხლაძე („ბათუმი“).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნატა კვირკვაია, ლიზი ცაავა, სესილი ყოლბაია (სამივე - „კოლხეთი“, ხობი), მარიამ მამფორია, ნინი ბერიძე, ლიზი კანკია (სამივე - „კვარტალი“, თბილისი), შორენა ჯანეზაშვილი, რუსუდან მანაგაძე (ორივე - „ელიტა“, თბილისი), ელენე ჩიქოვანი, ელენე ენჯიბაძე (ორივე - „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ანა საღირაშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი).
ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ოქტომბერის ბოლოს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთს, ხორვატიასა და ლატვიას დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი
20 სექტემბერი. 18:00
საქართველო - აზერბაიჯანი
23 სექტემბერი. 18:00
საქართველო - აზერბაიჯანი