თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
00:35, 19 Sep, 2023
მკვლელობა მოხდა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.​ თავად თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.