ჯო ბაიდენის თქმით, მას მიაჩნია, რომ ახლოსაა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს „ჰამასის“ ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის შეტევის შეჩერების სანაცვლოდ
23:19, 20 Nov, 2023
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ახლოსაა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს „ჰამასის“ ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის შეტევის შეჩერების სანაცვლოდ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების შესახებ, ბაიდენმა თითები გადააჯვარედინა და უპასუხა: „მე ასე მჯერა“.

ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში გასულ კვირას აღნიშნა, რომ იმედოვნებს, შეთანხმება „უახლოეს დღეებში“ იქნება მიღწეული.