საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „
რანინა“ 26 ნოემბერს Palais
Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგება.
წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.
16 მონაწილე ქვეყნის რიგითობა დღეს გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ხვალიდან კი კონკურსანტები პირველ რეპეტიციებს დიდ სცენაზე გაივლიან.
პროექტ „
რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „
რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.
საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე
vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.