ლევან საგინაშვილი „პეტრო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს „იბერიასა“ და „ტორპედოს“ მატჩამდე წარადგენს #1TVSPORT
21:30, 25 Apr, 2024
27 აპრილს, თბილისის „იბერიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის დაწყებამდე ლევან საგინაშვილი საჩემპიონო ქამარს წარადგენს, - ინფორმაციას „იბერიის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 19:00 დაათზე გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე „ქართველი ჰალკის“ გამოსვლის ღონისძიება 18:45 საათზე დაიწყება.

რამდენიმე დღის წინ ლევან საგინაშვილმა მორიგი დიდი გამარჯვება იზეიმა. თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართულ მკლავჭიდელთა East vs West ტურნირზე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ქართველ სპორტსმენს ტრავმის გამო წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში იძულებითი პაუზის აღება მოუხდა, თუმცა East vs West-ის ტურნირზე მაინც შესანიშნავად ისაპარეზა. ლევან საგინაშვილის გარდა, ქართველი მკლავჭიდელებიდან ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.

საინტერესოა, რომ „ქართველი ჰალკი“ ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარულია, ცოტა ხნის წინ კი ლევან საგინაშვილმა მოყვარულთა ტურნირზე, Youtube ლიგაზე ითამაშა.