აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ პენტაგონმა
განაცხადა.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ აშშ-ის სამხედრო გემებმა, მათ შორის USNS Benavidez-მა, დაიწყეს დროებითი ნავსადგომის საწყისი ეტაპების მშენებლობა სანაპიროზე”, - განუცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს.
მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავდა, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამხდარიყო შესაძლებელი.