გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
20:07, 04 May, 2024
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, - ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცის“ ვებგვერდის მომხმარებლებმა ორჯერ უკვე აღიარეს გუნდში თვის ფეხბურთელად, ახალ ჯილდოს იღებს - Flitbix-ის მიერ წარდგენილ გამოკითხვაში ის აპრილის საუკეთესო მოთამაშედაც აირჩიეს.

მიქაუტაძე ასწრებს მატიე უდოლს, პაპა ამადუ დიალოს და ალექსანდრე ოკიჯას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ექვსი გოლი გაიტანა. გილოცავთ, გიორგი!“ - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბში მხოლოდ 5 თვეა თამაშობს და საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ (აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში) დაასახელეს. აპრილში „მეცმა“ სულ 7 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.