ძიუდო | დუშანბეს გრანდ სლემზე ხვალ სომხიშვილი და ერაშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT
23:53, 04 May, 2024
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს  ბაქარ ერაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+100კგ) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია - დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ) გრანდ სლემზე მესამე ადგილზე გავიდა.

შეჯიბრების მესამე დღეს წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.