სააღდგომო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში [ფოტო]
01:52, 05 May, 2024
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

აღდგომის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიულოცა.

სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.

სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.