საბა ლობჟანიძის გოლმა „ატლანტა“ წაგებისგან ვერ იხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
16:25, 05 May, 2024
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „ატლანტა იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „მინესოტასთან" თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა - 1:2.

საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევი „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი „მინესოტა“ არიაგასა (54) და ოლივასეის (60) მიერ გატანილი ბურთებით დაწინაურდა.

საბა ლობჟანიძემ სხვაობა 82-ე წუთზე შეამცირა. სწრაფი კონტრშეტევისას მექსიკელმა დანიელ რიოსმა ქართველი ფეხბურთელი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა - საბამ ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

„ატლანტა იუნაიტედი“ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შედეგად 12 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე დაქვეითდა. მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

Perfect pass and a clinical finish 🤩 pic.twitter.com/yJru60Jb7c


— Atlanta United FC (@ATLUTD) May 5, 2024