ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა
19:28, 05 May, 2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელებიშეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

აღდგომის დღეს შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ფუთიანი ბურთის გადატანას შეძლებს.