რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
14:42, 08 May, 2024
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ზიანი ექვს რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებს მიადგა. ასევე, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

იერიშის შედეგად ზიანი მიადგა პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვისა და ვინიცის ოლქებს.