ისრაელმა ღაზის სექტორში ქერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა, ეგვიპტიდან რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონა უკვე შევიდა
15:15, 08 May, 2024
ისრაელმა ღაზის სექტორში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქერემ შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰუმანიტარული ტვირთისთვის გახსნა.

ქალაქ რაფაჰში ეგვიპტიდან საკვებით, სასმელი წყლითა და მედიკამენტებით დატვირთული ავტოკოლონა უკვე შევიდა.

მანამდე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო გაერო-ში შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ისრაელი ახშობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მარშრუტების მთავარ არტერიებს.

ისრაელი რაფაჰში, საავიაციო დარტყმების შემდეგ, გუშინ ტანკებითაც შევიდა და ეგვიპტის საზღვართან არსებული ორივე საკონტროლო პუნქტი დაიკავა.