თეონა აქუბარდია - სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება
13:40, 11 Jun, 2024
სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებს შალვა პაპუაშვილი თავად აწყობს, მისი განცხადებიდან ერთ საათში თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აქტივისტების მიმართ რაც ხდება, პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება.

„შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებს თავად აწყობს, მისი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. პოლიტიკურად პასუხისმგებელია როგორც ცემაზე, ასევე „ტიტუშკების“ ქმედებებზე, რომლებიც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო სცემენ. პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება პაუსიხმგებლობა იმაზე, რაც ხდება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.