გარემოს ეროვნული სააგენტო დღის მეორე ნახევარში მოსალონდელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
13:45, 11 Jun, 2024
გარემოს ეროვნული სააგენტო დღის მეორე ნახევარში მოსალონდელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან, შესაძლებელია, ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).