იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ მხრიდან კვორუმი თუ იქნება, სხდომას დავესწრები, მაგრამ მათ კვორუმს არ შევუქმნი, რათა გიჟური კანონები მიიღონ
14:58, 11 Jun, 2024
„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მისაღებად 84 ხმა აქვს და კეთილი ინებონ და კვორუმი გახსნან, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება.

„„Ქოცების“ მხრიდან კვორუმი თუ იქნება, სხდომას დავესწრები, მაგრამ მათ კვორუმს არ შევუქმნი, რათა გიჟური კანონები მიიღონ - ელჯიბიტობა თუ არაელჯიბიტობა. ჩემგან კვორუმის შექმნას ვინ რატომ ითხოვს, არ ვიცი. „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მისაღებად 84 ხმა აქვს და კეთილი ინებონ და კვორუმი გახსნან. ამ 84-მა კაცმა ელჯიბიტი კანონი ისევ ისე უნდა შეიყვაროს, როგორც რუსული კანონი შეიყვარა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატები პარლამენტში სხდომის დასაწყებად მორიგ რეგისტრაციას 15:00 საათზე გაივლიან.