ნაპოლი იუვენტუსის ჰეგემონიის დასრულებისთვის იბრძოლებს
13:03, 11 Feb, 2019
ნაპოლის ხელმძღვანელობამ გააჟღერა გეგმა, რომლის მიხედვით ზაფხულში კლუბი სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

კლუბი ყოველ წელს იმატებს და უშვებს ფეხბურთელებს, თუმცა ნეაპოლელების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არც მეტი არც ნაკლები, 200 მილიონის დახარჯვა აქვთ გადაწყვეტილი. მათი მიზანია გუნდისთვის უკეთესი ლიდერების პოვნა და ახალი ვარსკვლავების მოყვანა.

ნეაპოლელები უკვე სამი წელია, რაც სერია „ა“-ში იუვენტუსს ვერაფერს უხერხებენ და მეორე ადგილს იკავებენ. მიმდინარე სეზონშიც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატი იმავე სცენარით ვითარდება და ნაპოლი ბებერ ქალბატონს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებები იგეგმება იტალიის ვიცე ჩემპიონების რიგებში და ამ გზით ისინი იუვენტუსის ჰეგემონიის დასრულებას შეეცდებიან.