ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - მუქარა, რომ რუსეთი მიზანში ამოიღებს მოკავშირეებს, მიუღებელია
00:05, 21 Feb, 2019
ნატო-მ მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ფედერაციულ საბჭოში გამოსვლისას გააკეთა.

„მუქარა, რომ რუსეთი მიზანში ამოიღებს მოკავშირეებს, მიუღებელია“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პიერ კაზალემ.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობა თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ ნატო მზადაა, ნებისმიერ მომენტში დაიცვას ალიანსის ნებისმიერი წევრი.

კაზალეს თქმით, ნატო-ს შეფასებით, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმება რუსეთმა დაარღვია, როდესაც 9-ემ 739 ტიპის რაკეტის წარმოება დაიწყო.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინის მუქარის მიზანი, რუსეთის ამ ქმედებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა რაკეტები აშშ-სა და მის მოკავშირეებს დაუმიზნოს.