მადრიდის „ატლეტიკო“ წყვილის ფავორიტად იქცა
02:42, 21 Feb, 2019
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა გარისკეს, ჩვეული დაცვითი სტილისგან განსხვავებული თამაშით მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი გამოიღო. შეხვედრის ბედი ხუთ წუთიან მონაკვეთში გადაწყდა. „ატლეტიკოს“ ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველებმა: ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა სტანდარტული სიტუაციების შემდეგ გოლების გატანა მოახერხეს და მადრიდელები წყვილის ფავორიტებად იქცნენ.