დემბელე დაახლოებით ერთ კვირას გამოტოვებს
20:23, 14 Mar, 2019
ბარსელონამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ ფორვარდმა უსმან დემბელემ ლიონთან  ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში (5:1) ტრავმა მიიღო. კერძოდ, ფრანგმა მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.

ლიონთან მატჩში დებელემ 20 წუთი გაატარა მინდორზე და შეხვედრის მიწურულს გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე ამ სეზონში 14 გოლია ყველა ოფიციალურ მატჩში.