ფერგიუსონმა ხაბიბი გამოიწვია
21:00, 14 Mar, 2019
შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა ვარსკვლავმა ტონი ფერგიუსონმა მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის ჩატარება მოისურვა. მან ტვიტერში დატოვა შეტყობინება, რომელშიც მოუწოდა რუს მებრძოლს ტიტულის დაცვისკენ. ამერიკელის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბიბმა საჩემპიონო ქამარი უნდა გაანთავისუფლოს.

„მზად ვარ ხაბიბისთვის. დაიცავი ან გაანთავისუფლე“, - დაწერა ფერგიუსონმა.

ნურმაგომედოვსა და ფერგიუსონს ოთხჯერ შეეძლოთ ბრძოლის ჩატარება, მაგრამ ყოველ ჯერზე ორთაბრძოლას ერთ-ერთი მებრძოლის ტრავმის გამო აუქმებდნენ.