კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა [ფოტო/ვიდეო]
20:58, 14 Mar, 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კოსტავას გამზირზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შედარებით მძიმე არის დაშავებული ახალგაზრდა ქალი, მამაკაცს კი მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.

ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.