ბუკმეიკერთა ფავორიტი მანჩესტერ სიტია
21:02, 14 Mar, 2019
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დასრულების შემდეგ, ბუკმეიკერებმა ტურნირის მოგებაზე ახალი ფსონები გამოაქვეყნეს.

ჩემპიონობაზე მთავარი ფავორიტია მანჩესტერ სიტი - მისი შესაბამისი კოეფიციენტი 3.35-ს უტოლდება.

შემდეგ მოდის ბარსელონა, რომლის კოეფიციენტი 4.0-ს შეადგენს. ტოპ-ოთხეულში ასევე შედიან იუვენტუსი - 4.5 და ლივერპული - 5.0.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ - ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, აიაქსი და პორტუ.

მეოთხედფინალის წილისყრა 15 მარტს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.