თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
21:15, 14 Mar, 2019
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.