მეინ-რაუნდი მოახლოვდა - ასათიანმა პატარა ფუტსალელები შეკრიბა
21:15, 14 Mar, 2019
თბილისში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის შეხვედრებს უმასპინძლებს - თამაშები 24, 25 და 27 მარტს გაიმართება.

ამ მნიშვნელოვან მინი-ტურნირზე ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთის, თურქეთისა და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ამ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის უკვე ემზადება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მონაწილეობით მეინ-რაუდის სამივე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე (უნივერსისტეტის ქუჩა) უმასპინძლებს.

15 მარტს, 18 საათზე ფუტსალის ასაკობრივი ნაკრები მედიისთვის ღია ვარჯიშს დიღომში მდებარე ფრენბურთის არენაზე გამართავს.