დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის გადავადების საკითხს მხარი დაუჭირა
22:53, 14 Mar, 2019
412 ხმით 202-ის წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის სულ მცირე სამი თვით გადავადების საკითხს მხარი დაუჭირა. ახლა ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის დანარჩენი 27 ქვეყანაც უნდა დაეთანხმოს.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ორჯერ წარდგენილმა ბრექსიტის გეგმამ პარლამენტის მხარდაჭერა ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა. შედეგად, ქვეყანა გაერთიანების შეთანხმების გარეშე დატოვების რისკის წინაშე დგას.

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად 29 მარტს უნდა გამოეთიშოს, იმ შემთხვევაში თუ ამ პროცესის გახანგრძლივებას ევროკავშირი არ დათანხმდება.