საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
00:06, 15 Mar, 2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა პრეზიდენტის სასახლეში სომეხ კოლეგას არმენ სარქსიანს, სადაც სალომე ზურაბიშვილის გაცილების ცერემონია გაიმართა.

მხარეებმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერთან და ეროვნულ ასამბლეაში გამართული შეხვედრები შეაფასეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა გააცილა.