საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ დაფებზეც ბრწყინვალედ იასპარეზა
00:13, 15 Mar, 2019
ასტანაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ დაფებზეც ბრწყინვალედ იასპარეზეს.

სათადარიგო დაფაზე ოქროს მედალი სალომე მელიამ დაისაკუთრა. მეორე და მესამე დაფაზე ვერცხლის მედლებს მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი დასჯერდნენ.

პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვა. მეოთხე დაფაზე მეოთხე ადგილზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავი ფერის ფიგურებით ითამაშა.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2474) – 5,5 ქულა (9-დან);
მერი არაბიძე (2392) - 4 (7);
ლელა ჯავახიშვილი (2455) - 4 (7);
ნინო ბაციაშვილი (2454) – 5 (8);
სალომე მელია (2385) – 4,5 (5).