ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ქალთა შეჯიბრება გაიმართა
22:31, 21 Mar, 2019
ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ოსიეკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 559 ქულა დააგროვა - 92, 92, 96, 90, 93, 96. ის 35-ე ადგილზე გავიდა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ წყვილთა შეჯიბრებაა უფროსთა შორის, სადაც სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ.

მანამდე, ცოტნე მაჭავარიანმა 570 ქულით (95, 96, 95, 91, 98, 94) და 45-ე ადგილით დაამთავრა გამოსვლა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ლევან ქადაგიძემ 563 ქულა (96, 89, 93, 96, 95, 94) დააგროვა და 64-ზე გავიდა.

წყარო - საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაცია