მამუკა ბახტაძე - ნათია თურნავას ამბიციური დავალებები ექნება შესასრულებელი 
14:15, 19 Apr, 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი, იქნება ამბიციური.

„გუშინ მივიღე გადაწყვეტილება და გიორგი ქობულიას შეცვლის ნათია თურნავა. გიორგი ქობულიამ შეძლო ყველა ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაზე განვითარების სტრატეგიების შედგენა. ნათიასთან მაკავშირებს ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება, თუ სწორად დავითვალე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა სოციალური რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებას. დავალებები და ვადები, რომელიც ნათიას ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით, ნათია წარმატების გაართმევს მას თავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.