„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა
14:24, 19 Apr, 2019
​ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა და ის 1500 ლარით დააჯარიმა. ჩხეტიას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ჩხეტიას თქმით, მან მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა საქმეზე შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი ფაცაციას მიმართ მოკვლევა დაიწყოს.

მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ენმ-ს კიდევ ორ წევრთან ერთად დააკავეს და მას 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ.