დუშან უჰრინი უმცროსი თბილისშია - შესაძლოა, მან ისევ „დინამო“ ჩაიბაროს
20:20, 24 May, 2019
თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დღევანდელ შეხვედრას დინამო-არენაზე დუშან უჰრინი ესწრება — ჩეხი მწვრთნელი, მამის, უფროსი დუშან უჰრინის მსგავსად, თბილისის „დინამოში“ მუშაობდა.



უჰრინმა თბილისის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში გააფორმა. პირველივე სეზონში გუნდს საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა, გუნდი კი 2013 წლის დეკემბერში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ესპანელმა ფელის ვისენტემ დატოვოს და ის უმცროსმა უჰრინმა შეცვალოს. თუმცა, ჯერ ამის შესახებ თბილისის „დინამოში“ განცხადებას არ აკეთებენ.

„დინამოს“ შემდეგ უმცროსი უჰრინი მინსკის „დინამოს“, პრაჟის „სლავიას“ და ბოლესლავის „მლადას“ ავარჯიშებდა.

თბილისის „დინამო“ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ, 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა ჩაიბარებდა თუ არა დუშან უჰრინი თბილისის „დინამოს“, რაზეც მან საუბარი არ ისურვა.