ინდოეთში, საწვრთნელ ცენტრში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
20:01, 24 May, 2019
ინდოეთში საწვრთნელ ცენტრში ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინდია თუდეი“ ავრცელებს.

ინციდენტი გუჯარატის შტატის ქალაქ სურატში მოხდა. საწვრთნელი ცენტრი მრავალსართულიანი კომპლექსის მესამე და მეოთხე სართულებზე იყო განთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობის ფანჯრებიდან.

ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

Surat @sardanarohit pic.twitter.com/db5Kzn4bGO


— Mayursinh (@apkajaddu) May 24, 2019