ლიონელ მესი - ლივერპულთან მარცხი ჯერ კიდევ ვერ მომინელებია
21:57, 24 May, 2019
ლიონელ მესი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხი და იმედი აქვს, რომ სამეფო თასის მოგებით ეს მძიმე მოგონება ოდნავ მაინც შეუმსუბუქდება. არგენტინელმა ვარსკვლავმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ინტერვიუ ჩაწერა და განაცცხადა, რომ ლივერპულში წაგებული შეხვედრა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო.

„ძალიან მძიმე დარტყმა მივიღეთ“, - განაცხადა მესიმ, - „ახლა სამეფო თასის მოგებაზე ვფიქრობთ, რაც სეზონის შესანიშნავი დასასრული გამოვა“.

ფინალური მატჩი შაბათს, 25 მაისს გაიმართება და თუ „ბარსამ“ „ვალენსია“ დაამარცხა, წლევანდელ ესპანეთის ჩემპიონობას მეორე ტიტულსაც დაუმატებს.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.