ჯონ ბოლტონი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება - პრემიერ-მინისტრთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა 
18:13, 12 Jun, 2019
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვაშინგტონში ჯონ ბოლტონისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნებოდა“, - წერს ჯონ ბოლტონი.

ბოლტონთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

Great meeting with Prime Minister Bakhtadze yesterday, commemorating a decade of U.S.-Georgian strategic partnership.


— John Bolton (@AmbJohnBolton) 12 June 2019