ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინა
18:28, 12 Jun, 2019
უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ტეერკა უკრაინას“ კორესპონდენტი, ალექსი კაშპიროვსკი ავრცელებს, რომელიც თავადაც ქალაქ მარინკაში იმყოფება.

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალაქ მარინკაში უკრაინის არმიის 24-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები იმყოფებიან, რომლებმაც ახალი პოზიციები დაიკავეს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებენ.

„ფაქტობრივად, არმიის პოზიციები ალექსანდროვკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. ნაცრისფერი ზონა ტრუდოვსკის რაიონში გადავიდა“, - აცხადებს ალექსი კაშპიროსვკი.

აღნიშნული ინფორმაცია „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ პრესსამსახურშიც დაადასტურეს. ქალაქი მარინკა დონეცკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.