„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ [ფოტო]
16:25, 20 Jun, 2019
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, დარბაზის ბლოკირება მანამ გაგრძელდება, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გადადგება.

სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ასევე, პარტიის სხვა წევრები იმყოფებიან.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს დაპირისპირება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მოჰყვა. სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა.