ზინჩენკომ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა
16:30, 20 Jun, 2019
უკრაინელმა ნახევარმცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“.

ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ზინჩენკოს 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული.

გასულ სეზონში, რომელშიც უკრაინელი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ის უფრო ხშირად ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან ჯამში 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.