დავით ჭიჭინაძე - დეპუტატებს მართლა გვაქვს თმენის ვალდებულება, ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ
16:43, 20 Jun, 2019
დეპუტატებს მართლა გვაქვს თმენის ვალდებულება, ასეთ თავმჯდომარეს, კობახიძეს რომ ვითმენთ, - ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია საბოლოოდ მოხდა.

„დღეს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია საბოლოოდ მოხდა, რადგან ისევ გვყავს კობახიძე, ვოლსკი, ჩუგოშვილი, სამხარაძე, კალაძე - „ზაქარიები“. „ქართული ოცნების“ სწორედ ის წევრები, ვინც დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვას ხელი მოაწერა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.