პლიშკოვებმა პირველად ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ - ეს დების დაპირისპირების მეათე შემთხვევაა ისტორიაში
16:38, 20 Jun, 2019
ბირმინგემის ქალთა ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს შეხვდნენ ტყუპი დები - კაროლინა და კრისტინა პლიშკოვები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პროფესიულ ტურში. გამარჯვება რეიტინგით უფრო დაბლა მყოფმა კრისტინამ მოიპოვა - 6:2, 3:6, 7:6(7).

ეს არის დების მეათე წყვილი ქალთა პროფესიული ტურის ისტორიაში, რომლებიც WTA-ის ტურნირის ძირითად ბადეში კორტზე გადაეყარნენ ერთმანეთს.

წინა ცხრა შემთხვევა:

1. სერენა და ვინუს უილიამსი (აშშ) - 18:12

2. მანუელა და კატერინა მალეევა (ბულგარეთი) - 8:1

3. აგნიეშკა და ურსულა რადვანსკა (პოლონეთი) - 3:1

4. კატერინა და მაგდალენა მალეევა (ბულგარეთი) - 4:0

5. ალიონა და კატერინა ბონდარენკო (უკრაინა) - 2:1

6. მანუელა და მაგდალენა მალეევა (ბულგარეთი) - 2:0

7. ანტონელა და ადრიანა სერა-ძანეტი (იტალია) - 2:1

8. ენ და ელიზაბეტ მინტერი (ავსტრალია) - 2:0

9. ბარბარა და კეტი ჯორდანი (აშშ) - 1:0