პარლამენტთან აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
23:52, 11 Jul, 2019
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე ინციდენტი მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, მათთან მივიდა ორი პირი, რომლებიც აქციის ორგანიზატორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტიც, რომელიც მომხდარს ადგილზე შეესწრო.