ლუიზიანას შტატს ტროპიკული შტორმი „ბარი“ უახლოვდება
07:54, 12 Jul, 2019
ლუიზიანას შტატს ტროპიკული შტორმი „ბარი“ უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხმელეთთან მიახლოებასთან ერთად ქარის სიმძლავრე მოიმატებს და პირველი კატეგორიის ქარიშხლად გარდაიქმნება. ამჟამად „ბარი“ მექსიკის ყურეში, შტატიდან 137 კილომეტრის დაშორებით გადაადგილდება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც შიდა უსაფრთხოებისა და საგანგებო ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს შტატისთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს.

ქარიშხალს თან გადაუღებელი წვიმა მოჰყვება, რის გამოც არსებობს ნიუ-ორლეანისა და ბატონ-რუჟის დატბორვის საშიშროება. მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ქვიშის ტომრებით გამაგრება. მობილიზებულია სამი ათასამდე სამხედრო.