პარიზში არეულობის დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს
08:09, 12 Jul, 2019
ალჟირელი წარმოშობის პირებმა პარიზის ცენტრში არეულობა მოაწყვეს. ელისეის მინდვრებზე რამდენიმე ათასი ადამიანი ადგილობრივი დროით 21:00 საათისთვის გამოვიდა, მას შემდეგ, რაც აფრიკის თასის შეჯიბრში ალჟირის გუნდმა კოტ-დ’ივუარის ნაკრები დაამარცხა. გამარჯვებით გახარებული  ალჟირელების ზეიმი მალევე არეულობაში გადაიზარდა, როდესაც რამდენიმე მათგანმა მოტოციკლეტების მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, მაღაზიიდან ხელთათმანები და სხვა აქსესუარებიც გაიტაცა.

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებაც გახდა საჭირო, რომელთაც არეულობის ჩახშობა ცრემლსადენი აირის საშუალებით შეძლეს.